
კოლიზეუმი - ეს საოცარი ძეგლი გაიხსნა ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეში ფლავიანის ამფითეატრის სახელით. მას მალევე კოლიზეუმი ეწოდა ამფითეატრთან არსებული გრანდიოზული მონუმენტის გამო, რომელიც გამოსახავდა იმპერატორ ნერონს. რომაელების საყვარელი გართობა და სანახაობა იყო გლადიატორთა შერკინება, მხეცების ბრძოლა და თეატრალურ წარმოდგენები.

დღესდღეობით ამფითეატრის გარშემო შესაძლოა ე.წ. ცენტურიების ნახვა, რომლებიც შემოსილი არიან ანტიკური რომაელი მებრძოლების მსგავსად და ტურისტებთან ფოტოებს იღებენ, რაც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ყოველი მნახველი აღფრთოვანებულია მონუმენტით, რომლითაც რომი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. შეუძლებელია მისი შთამბეჭდაობის სიტყვებით გადმოცემა, განსაკუთრებით, როდესაც ღამის განათება ირთვება.

ტრევის შადრევანი - თუ რომში ხართ და კვლავაც გინდათ ამ საოცარი ქალაქის ნახვა, მაშინ ნუ ყოყმანობთ და გადააგდეთ მონეტა ტრევის შადრევანში თქვენი სურვილის ასრულებისთვის. ულამაზესი სანახაობა ნიკოლო სალვის არქიტექტურით, სადაც ჰარმონიულად შერწყმულია ბაროკო და კლასიციზმი. აქ იყო მანიფესტაციების და დიდი მოვნელების არენა. ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: მხოლოდ ანიტა ეკბერგს ” La dolce vita” - დან დშეეძლო შადრევანში ბანაობა. თუ თქვენც იგივეს ეცდებით, პოლიციასთან გექნებათ საქმე.

ვატიკანი - აიგო წმიდა პეტრეს საფლავზე. ვატიკანს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა ლატერანის კონვენციის შედეგად 1929 წელს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფო, სადაც კათოლიკური სამყაროს უმაღლესი სასულიერო ხელისუფლების რეზიდენციაა. ადრე მისი მონახულება არ იყო ადვილი, ახლა კი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია გაეცნოს ამ ხელოვნების, კულტურულ და რელიგიურ ციტადელს.
ვატიკანში არის 11 მუზეუმი ჯადოსნური ბაღებით, შადრევნებით, აუზებით. მუზეუმებში დაცულია შეუფასებელი საგანძური ეგვიპტის, ახლო აღმოსავლეთის, ანტიკური რომაელების შემოქმედებით. აქ ნახავთ წმიდა პეტრეს ტაძარს, ბაღებს, ბიბლიოთეკას, ვატიკანის მუზეუმებს, სადაც შეიძლება გაეცნოთ მიქელანჯელოს შედევრებს, სიქსტის კაპელას და მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება.
ფორუმი (ლათ.Forum Romanum) – უძველესი მოედანი ძველი რომის ცენტრში, თავისი განუმეორებელი ნაგებობებით. შეიქმნა ჯერ კიდევ პირველი რომაელი მეფეების დროს, ჩვენს ერამდე მე- 7 საუკუნეში. აქ იკრიბებოდნენ ძველი რომაელები. რომის რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ აქ აიგო მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებები, სენატი, სასამართლო. აქვე იყო სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, ტაძრები, ტრიბუნები ორატორებისთვის. თავად ფორუმი კი დამშვენებული იყო ძეგლებით, რომლებიც რომაელთა გამარჯვებებს ასახავდა.
ყველაზე ხელსაყრელია ფორუმზე მოხვედრა ცენტრალური შესასვლელიდან, სადაც შესაძლებელია გაეცნოთ მაკეტს, რომელიც გვიჩვენებს ფორუმის ანტიკური გამოსახულებას. აქ ნახავთ სან-ლორენცოს ბრწყინვალე ეკლესიას, ემილიას ბაზილიკის ნაშთებს, ძველი რომის სენატის შენობას და სხვა ანტიკურ ღირშესანიშნაობებს.


ვილა ბორგეზე (Villa Borghese) – დიდი ლანდშაფტური პარკი რომში, მოიცავს რამდენიმე ნაგებობას, მუზეუმებს: ბორგეზეს გალერეას, ხელოვნების ნიმუშების მდიდარი კრებულით, მათ შორის მრავალი შედევრით, ასევე ნაციონალური მუზეუმი ვილა ჯულია, ეტრუსკული ხელოვნების ყველაზე მდიდარი კოლექციით და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გარელეა, რომელიც გვაცნობს ყველა ძირითად მხატვრულ მიმდინარეობებს XIX საუკუნიდან. პარკში ასევე არის ატრაქციონები.

პიაცა დელ პოპოლო (Piazza del Popolo) , სახალხო მოედანი, თუმცა სახელწოდება ტაძრიდან მიიღო - სანტა-მარია-დელ-პოპოლო.
ისტორიულად ეს მოედანი სახალხოდ სიკვდილის დასჯის ადგილად ითვლებოდა.

წმიდა პეტრეს ტაძარი (Basilica di San Pietro) - კათოლიკური ტაძარი, რომელიც ბოლო დრომდე მსოფლიოში ყველაზე დიდ ქრისტიანულ ეკლესადაა მიჩნეული. სიმაღლე არის 136 მ.
ძველად ტაძრის ადგილას ნერონის ცირკის ბაღები იყო. პირველი ბაზილიკა 324 წელს აშენდა, პირველი ქრისტიანი იმპერატორის კონსტანტინეს მეფობისას. ტაძრის საკურთხეველი არის წმიდა პეტრეს საფლავთან, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა 66 წელს.
ტაძრის წინ არის გრანდიოზული მოედანი. ის იტევს მორწმუნეების დიდ ნაკადს, რომელთაც სურთ პაპისგან ლოცვა-კურთხევა.
ტაძარი ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს გრანდიოზულობით, პროპორციების ჰარმონიით, მდიდარი გაფორმებით, სკულპტურებით და ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ქმნილებებით.