Saturday, July 2, 2011

ბერლინი - მსოფლიოს ახალი მეგაპოლისი

ბერლინი კონტრასტების ქალაქია, მუდმივად წინსვლისკენ და სიახლეებისკენ მოწოდებული. ძველი და ახალი დედაქალაქი მუდმივ ცვალებადობაშია. ბერლინის კედლის დანგრევამ ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა და ბერლინი მსოფლიოს უდიდეს დინამიურ ქალაქად აქცია. სიახლეები განსაკუთრებით შეინიშნება პოტსდამის მოედანზე და ქალაქის აღმოსავლეთში, რამაც მეტროპოლი მნიშვნელოვნად შეცვალა. 

 ალექსანდრეს მოედანი - ცენტრალური მოედანია. ბერლინის მცხოვრებნი მოედანს სიყვარულით ”ალექსს” ეძახიან. მოედანს სახელი მეფის ალექსანდრე პირველის პატივსაცემად შეარქვეს. აქ ერთმანეთს ხვდება სხვადასხვა ქუჩა, მაგალითად, ალექსანდრეს ქუჩა, ოტო ბრაუნის და კარლ ლიებკნეხტის ქუჩები.

 60-იან წლებში ქალაქის რეკონსტრუქციის შედეგად მოედანი მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის გახდა განკუთვნილი. ყოველდღიურად 300 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს ამ მოედნით. აქ მიმდებარე სადგურის, ასევე მეტრო და რკინიგზის სადგურის გამო მოედანი ითვლება სხვადასხვა სატრანსპორტო გზების თავშეყრის ადგილად. 

ბერლინის სატელევიზიო ანძა
შარლოტენბურგ-ვილმერსდორფში მდებარე ანძა არის ბერლინის ერთ-ერთი სიმბოლო. ანძა აიგო 1924-1926 წლებში არქიტექტორის ჰაინრიხ შტრაუმერის გეგმით. 1926 წლის 3 სექტემბერს რადიოგადამცემების მესამე გამოფენასთან დაკავშირებით ამუშავდა ანძაც. 138 მეტრიანი კოშკი არის ვერტიკალური კონსტრუქციის, ანტენასთან ერთად სიმაღლე 150 მეტრს აღწევს. ბერლინის ანძა მსგავსია პარიზის ეიფელის კოშკისა. ანძა ემსახურება არამარტო სატელევიზიო პროგრამების გადაცემას, არამედ ამჟამად უკვე მოქმედებს, როგორც მობილური ტალღების და სხვა სიხშირეების გადამცემი.

მუზეუმების კუნძული
ქალაქის ცენტრში მდებარეობს ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული მუზეუმების კომპლექსი. ასი წლის მანძილზე შეიქმნა ეს ანსამბლი, რომელშიც ხუთი არქიტექტორი მონაწილეობდა. 1999 წელს კომპლექსი შევიდა UNESCO-ს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. კომპლექსი რესტავრირდება ეტაპობრივად. მას შეემატა ახალი მისაღები შენობა, რამაც ხელსაყრელი გახადა მუზეუმის გაცნობა მის მრავალრიცხოვან დამთვალიერებელთათვის.
ძველი მუზეუმი აიგო 1823-1830 წლებში კარლ ფრიდრიხ შინკელის მიერ. ეს ნაგებობა შინკელის შემოქმედების მწვერვალადაა მიჩნეული. საუბარია კლასიციზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ნაგებობაზე.
მუზეუმში დაცულია ბერლინის სახელმწიფო მუზეუმის ანტიკური ხელოვნების ნიმუშები. აღსანიშნავია ბერძნული და რომაული ნიმუშები, სკულპტურები და ფიგურები. აქვე დაცულია ოქროსა და ვერცხლის საგანძური. აღნიშნულ მუზეუმს ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს მუზეუმებს შორის. 
ახალი მუზეუმი აგებულია 1843-46 წლებში ფრიდრიხ აუგუსტ შტულერის მიერ. რეკონსტრუქციის შემდეგ მასში ჰარმონიულად არის შერწყმული ახალი და ძველი.
ახალი მუზეუმის გვერდით არის შტულერის მეორე ქმნილება: ძველი ნაციონალური გალერეა. მე-19 საუკუნის მხატვრობის და სკულპტურების სახლი ანტიკურ ტაძარს წააგავს.
ცხენიანი ქანდაკება წარმოგვიდგენს მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ს, რომლის იდეაც იყო მუზეუმების კუნძული. ძველ ნაციონალურ გალერეაში დაცულია ფრანგი იმპრესიონისტების ტილოები, ასევე წარმოდგენილია რომანტიზმის ეპოქის მხატვრობა.
კომპლექსში შედის პერგამენტის მუზეუმი, სადაც არქეოლოგიური მონაპოვარი ინახება, ასევე ბოდე-მუზეუმი, რომელიც სკულპტურებს წარმოგვიდგენს. აქვეა ბერლინის საკათედრო ტაძარი, რომელიც კლასიკური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია.

ბრანდერბურგის კარიბჭე

გერმანიის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა არის გიგანტური ბრანდერბურგის კარიბჭე. ის მდებარეობს პარიზის მოედანზე ქალაქის ისტორიულ რაიონში. ის აგებულია 1788-1791 წლებში. ეს იშვიათი ნაგებობაა, რომელსაც წარსულში გადავყავართ და უმნიშვნელოვანეს მოვლენებს გვახსენებს. კარიბჭე ადგენდა საზღვარს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის და წარმოადგენდა გამყოფს ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ფედერაციულ რესპუბლიკასთან შეერთების შემდეგ ბრანდერბურგის ჭიშკარი არის სიმბოლო წარსული ცივი ომისა და გერმანიის გაერთიანებისა.

მსოფლიოს კულტურის სახლი
მსოფლიოს კულტურის სახლი გვთავაზობს მრავალრიცხოვან გამოფენებს და წარმოგვიდგენს განსხვავებულ კულტურულ ღონისძიებებს, იქნება ეს აფრიკული ცეკვები თუ აზიური ხელოვნების გამოფენები. აქ არის მრავალი საინტერესო შემოთავაზება, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებს შეუძლიათ გამოიყენონ სახლის დარბაზები, თავიანთი ხელოვნების წარმოსაჩენად. ფანტაზიას აქ საზღვრები არ აქვს.
აქ არის მუსიკალური, თუ თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები. მსოფლიოს კულტურის სახლი ამართლებს თავის სახელს და მართლაც მსოფლიო კულტურისვის გახსნილ ადგილად წარმოგვიჩენს თავს.
ეს მშვენიერი ადგილი ბერლინის გულში 1989 წელს დაარსდა და დღემდე ახარებს მრავალრიცხოვან მნახველს. განლაგება განსაკუთრებით ლამაზია, რადგან სახლი მდებარეობს ბერლინის შპრეეს ნაპირზე და აქვს მშვენიერი ხედი ზოოლოგიური პარკისკენ.
ვილჰელმ კაიზერის ხსოვნის ტაძარი
ბერლინში მნიშვნელოვანი სანახაობაა ვილჰელმ კაიზერის ტაძარი, რომელიც აიგო 1900 წელს.  აიგო კაიზერ ვილჰელმ მეორის ბრძანებით. ბრძანება გაიცა, რადგან მას დიდი ბაბუის ვილჰელმ პირველის ხსოვნის პატივისცემა სურდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა დაინგრა, მაგრამ ტაძარი კვლავ აშენდა და ბერლინის ერთ-ერთ სიმბოლოდაც იქცა. ესეც არის საფუძველი, თუ რატომ არის ის ტურისტებისთვის ასეთი პოპულარული.


Checkpoint Charlie
ბერლინის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა ჩეკპოინტ ჩარლი. ეს პოპულარული გამყოფი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინისა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკის დროს. 1945-1990 წლებში ის იყო ამერიკული და საბჭოთა სექტორის დამაკავშირებელი. ის ასევე ანიჭებდა უფლებას, თუ ვის უნდა ესარგებლა ამ საზღვრით. ესენი იყვნენ კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეები, უცხოელები და გფრ-ს და გდრ-ს წარმომადგენლები.
ამ ადგილმა სახელი გაითქვა ასევე მრავალრიცხოვანი გაქცევის მცდელობებით აღმოსავლეთ გერმანიიდან. გერმანიის გაერთიანების შემდეგ საკონტროლო პუნქტი დაშალეს. 2000 წლიდან საზოგადოებისთვის, ტურისტებისთვის ორიგინალის მსგავსი ნაგებობა კვლავ აიგო.



რაიხსტაგი
რაიხსტაგი მდებარეობს ბერლინში და ყველასთვის არის ცნობილი. აქ იყო კაიზერის ხელისუფლების დეპუტაცია, შემდეგ ვაიმარის რესპუბლის პარლამენტი. ფედერალური ხელისუფლების ბონიდან ბერლინში გადასვლის შემდეგ აქ უკვე არის გერმანიის მთავრობა.
რაიხსტაგის შენობა პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო ტურისტებს შორის. შესაძლებელია ასევე შენობის დათვალიერებაც. იქ შეიძლება მაგალითად ნახვა, თუ სად წარმოთქვამდა სიტყვას ფედერალური კანცლერი. შენობას აქვს გიგანტური გუმბათი, რომელიც ამ შესანიშნავ ნაგებობას ამშვენებს.



 ბოტანიკური ბაღი
ბერლინის ბოტანიკური ბაღი არის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი მსოფლიოში. მას უკავია 43 ჰექტარი ფართობი და აქ შეხვდებით მცენარეთა 22 ათას სხვადასხვა სახეობას.
აქ შესაძლებელია დაისვენოთ საოცნებო სამოთხისეულ მცენარეთა შორის. იშვიათი შესაძლებლობაა, იგემოთ ნამდვილი მშვენიერება მცენარეული საგანძურისა და გაიმდიდროთ მრავალფეროვანი ბუნების შესახებ თქვენი ცოდნა. 
ბაღი დღეს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მფლობელობაშია და სამ სფეროს აერთიანებს: სხვადასხვა ხეების და ვარდების ნაკრები; მცენარეთა გეოგრაფიული ფორმაციების გამოფენა მთელი მსოფლიოდან, რომელიც შეადგენს სისტემატურ ერთობას 1,5 ათასი მცენარეული ჯიშებისა. ასევე სურნელოვანი ბაღი, რომელიც განუმეორებელი სიამოვნებაა.
ბაღის მეზობლად არის ბოტანიკური მუზეუმი, ჰერბარიუმი და ბიბლიოთეკა ერთ შენობაში.  
ზოოლოგიური ბაღი
ბერლინის ზოოლოგიური ბაღი გადაჭიმულია 35 ჰექტარ ფართობზე და გერმანიის ყველაზე დიდი ზოოპარკია. აქ ცხოვრობს 1500 სახეობის დაახლოებით 14 ათასი ცხოველი. ამ მხრივ მას მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ზოოლოგიური პარკი ფლობს სამ სართულზე განლაგებულ მშვენიერ აკვარიუმს, რომელშიც არა მხოლოდ თევზებს შევხვდებით.
რეპტილიები, მწერები, უხერხემლოები, ამფიბიები ასევე ბინადრობენ ბერლინის ზოოპარკში, რომელსაც წელიწადში ორნახევარ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს, რაც მის განსაკუთრებულ პოპულარობაზე მეტყველებს.

KaDeWe ევროპის უდიდესი სავაჭრო სახლი
ეს სავაჭრო სახლი ყველაზე დიდია ევროპაში. ის მოქმედებს 1905 წლიდან და ყველა თაობის ადამიანს იზიდავს. ეს სავაჭრო სამოთხე ტურისტებისთვისაც განსაკუთრებით მიმზიდველია. მისი პირველად მნახველები გაოცებას ვერ დამალავენ. შთამბეჭდავი, მდიდრულად მოწყობილი ნაგებობა,  ორიგინალური მომსახურებით აჯადოებს ყოველდღიურად 50 000 დაინტერესებულ მყიდველს. პროდუქტების არჩევანი უსაზღვროა. აქვეა რესტორნების განყოფილება, რომელიც უგემრიელეს კერძებს სთავაზობს მყიდველებს. 
პოტსდამის მოედანი
პოტსდამის მოედანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანახაობაა. აქ თავს იყრის მრავალი სატრანსპორტო კვანძი. მეორე მსოფლიო ომამდე ეს იყო ხელოვნების და ინდივიდუალისტების თავშეყრის ადგილი ბერლინში.
1990 წლიდან აქ აიგო მრავალრიცხოვანი ახალი ნაგებობა. პოტსდამის მოედანი ტურისტებისთვისაც საყვარელი სანახაობაა. მოედანზე მრავალ საინტერესო  შენობას შეხვდებით.