კარლის ხიდი
კარლის ხიდი მდინარე ვლტავაზე მიეკუთვნება ევროპის უძველეს ქვის ხიდებს. ხიდი ორი კოშკითაა შემოსაზღვრული და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის არის განკუთვნილი. ამ ხიდზე ყოველთვის სიცოცხლე და ტურისტების გაცხოველებული მოძრაობაა.

ხიდს საფუძველი ჩაეყარა ასტროლოგების მიერ გამოთვლილ თარიღზე 1357 წლის 9 ივლისს. ხიდისთვის ნიმუში იყო რეგენსბურგის ქვის ხიდი. 1870 წლამდე ხიდს პრაღის ხიდი ერქვა. კარლის ხიდი ამავე დროს მუზეუმსაც წარმოადგენს ღია ცის ქვეშ, სადაც მრავალი საინტერესო ქანდაკებაა აღმართული. წმიდანების მრავალრიცხოვანი ფიგურები ამკობენ ხიდის კიდეებს. ყველაზე ცნობილია ჟან ნეპომუკის გამოსახულება. ის ამ ხიდიდან მოლდაუში გადააგდეს.
პრაღის სასახლე
1000 წელია, რაც პრაღის სასახლე ჰრადშინის მთაზე არის არამარტო ქალაქის, არამედ მთელი ერის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. თავისი სამი სასახლით ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. კომპლექსის მშენებლობა IX საუკუნეში დაიწყო, თუმცა არა ახლანდელი მასშტაბებით. დროთა განმავლობაში ის არაერთხელ შეიცვალა. განსაკუთრებით XIV საუკუნეში, როცა სასახლეს მრავალი ნაგებობა დაემატა. პრაღის სასახლე არის ერთმანეთთან დაკავშირებული ბევრი ნაგებობის კომპლექსი, რომლებიც ერთ მთლიანობას ქმნიან. ის მუდმივად განიცდის ცვლილებას და გაფართოებას, ასევე მუდმივად იძენს ახალ ფუნქციებს. დღესაც მას ფრიად საპატიო დანიშნულება ენიჭება: ის არის ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენცია.

პრაღის ციხე-სიმაგრე
პრაღის ციხე-კოშკი ითვლის 13 დამცავ კოშკს და ჭიშკარს, რომლებიც ადრე ძველ პრაღას გარს ერტყა. 65 მეტრიანი ციხე-კოშკი არის შესასვლელი მთაზე ამავალ სამეფო სასახლის გზაზე კარლის ხიდის გავლით.
პრაღის ციხე-კოშკი ითვლის 13 დამცავ კოშკს და ჭიშკარს, რომლებიც ადრე ძველ პრაღას გარს ერტყა. 65 მეტრიანი ციხე-კოშკი არის შესასვლელი მთაზე ამავალ სამეფო სასახლის გზაზე კარლის ხიდის გავლით.
ვიტას ტაძარი
მთაზე აღმართული ტაძარი, რომლის გუმბათი პრაღას გადმოყურებს, არის წმიდა ვიტას სახელობის და პრაღის სასახლის კომპლექსის შემადგენლობაში შედის. ტაძრის გუმბათი 99 მეტრი სიმაღლისაა და ამ სიმაღლიდან ენით აუწერელი ხედი იშლება მნახველების თვალწინ.
წმიდა ვიტას ტაძრის ინტერიერი ბრწყინვალედაა მოწყობილი. თვალშისაცემია ძვირფასი ქვებით მორთული ვაცლავის სამლოცველო. პატარა კარი შვიდი საკეტით სამლოცველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელზე გადის სამეფო ძვირფასეულობის საცავში.
მოცეკვავე სახლი
ის ლამაზ კაბაში გამოწყობილ კეკლუც მოცეკვავე ქალს გავს, მაგრამ ის სახლია. მოცეკვავე სახლი (Tancici dum) ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ახალი ღირშესანიშნაობაა. პრაღაში მას ჯინჯერს და ფრედსაც ეძახიან, რადგან მისი არქიტექტურის საოცარი პლასტიკურობა უდიდეს მოცეკვავეებს ჯინჯერ როჯერსს და ფრედ ასტაირეს გვაგონებს.

1966 წელს დასრულდა ეს ტალღოვანი შენობა მოლდაუზე. იდეის ავტორი ფრანკ ო.გერია, რომელიც მრავალი მსგავსი ორიგინალური ქმნილების ავტორია. მოცეკვავე სახლის მეზობელი შენობა 1900 წლით თარიღდება. ის აშენებულია ვაცლავ ჰაველის მიერ, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის პაპა იყო.
ნაციონალური თეატრი
ნაციონალური თეატრი არის ჩეხეთის ხელოვნების და ისტორიის ცენტრალური მონუმენტი. თავისი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციებით ის ჩეხეთის უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერას წარმოადგენს. აქ გამოიწრთო ჩეხური მუსიკა, კულტურა, ენა. თავად ნაგებობა კი პრაღის უმნიშვნელოვანეს თანამედროვე არქიტექტურას წარმოგვიდგენს.
ნაციონალური თეატრის მშენებლობას საფუძველი 1868 წელს ჩაეყარა. მშენებლობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. პრინც რუდოლფის პატივსაცემად, რომელიც პრაღას სტუმრობდა, 1881 წელს ჯერ კიდევ არდასრულებული თეატრი გაიხსნა ჩეხი კომპოზიტორის, ბედრჟიხ სმეტანას, ოპერით ’ლიბუსე’. 1883 წელს კი უკვე დასრულებული თეატრის საზეიმო გახსნა მეორედ მოეწყო.
ვენცელის მოედანი
მოედანი უფრო მეტად ბულვარს მოგვაგონებს. ვენცელის მოედანი 700 მეტრი სიგრძისაა და ერთ-ერთია ევროპის უდიდეს მოედნებს შორის. ის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეკრებების ადგილია. მოედანზე უდიდესი დემონსტრაციები იმართებოდა. მაგ 1968 და 1989 წლებში. 1848 წლიდან მოედანს წმიდა ვენცელის სახელი დაერქვა. შუა საუკუნეებში და შემდეგაც პრაღის ამ ცენტრალურ მოედანზე ცხენების ბაზრობა იყო გამართული.
XIX საუკუნეში გალავანი აიღეს და თხრილები ამოავსეს. მოედანიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამავე დროს აქ დაირგო მცენარეები და ხეები, რის შედეგადაც ის ბულვარს დაემსგავსა. 1890 წელს მოედანი დაამშვენა ნაციონალური მუზეუმის ნეორენესანსულმა შენობამ. 1912 წელს მოედანზე ვენცელის ძეგლი აიგო. ვენცელის გვერდით, რომელიც მფარველ წმინდანად ითვლება, ასევე ვნახავთ ოთხ მფარველ წმიდანს: ლუდმილას, პროკოფს, აგნესს და ადალბერტს. ვენცელის მოედანზე ერთმანეთს ენაცვლება ბაროკოს სტილის და თანამედროვე ფასადები. მოედანი გვიანობამდე სიცოცხლით სავსეა. ქალაქის სტუმრებისთვის ის საყვარელი ადგილია. აქ შეიძლება სეირნობა, ყავახანების, ბარების სტუმრობა, მაღაზიების დათვალიერება.
რატუშა გოთიკურ სტილშია აგებული. მშენებლობა დაიწყო 1381 წელს და თანდათან გაფართოვდა. რატუშის დათვალიერება შესაძლებელია ტურისტებისთვის. შენობის კოშკიდან დიდებული ხედი იშლება ძველ ქალაქზე.
ასტრონომიული საათი XV საუკუნის ბოლოს დამზადდა რატუშის სამხრეთ კედელზე. საათის ზოგი ნაწილი უფრო ძველია ვიდრე ასტრონომიული ციფერბლატი. XVII საუკუნეში საათს მოძრავი ფიგურები დაემატა: ცნობილი თორმეტი მოციქულის პროცესია. როდესაც სრული საათი შესრულდება, ისინი მოძრაობას იწყებენ.
ძველი ქალაქის რგოლი
ეს არის საყვარელი შეხვედრების ადგილი. მოედანი არის 9000 კვ.მ. ფართობის. აქ არის მრავალრიცხოვანი კაფეები, ქუჩის მხატვრები, ტურისტების ჯგუფები. ამ მოედანზე ყოველთვის რაღაც ხდება. ულამაზესია სახლების ფასადები, რომლებიც მოედანს გარს ერტყმის.
მოედანზე სახლების ფუნდამენტები რომანული ან გოთური სტილისაა. ეს ახლა შეინიშნება მხოლოდ სარდაფებში, რადგან უკვე XII საუკუნეში აქ შენობები აიგო. ამ ფუნდამენტებზე რენესანსის და ბაროკოს სტილის ნაგებობები აშენდა.
მოედანზე მნიშვნელოვანი სანახაობებია, როგორიცაა ძველი რატუშა ასტრონომიული საათით, ტაძარი, კინსკის სასახლე... მოედნის შუაში არის დიდი რეფორმატორის იან ჰუსის ძეგლი.
პეტრინის კოშკი
პეტრინის მთაზე აღმართულია 60 მეტრი სიმაღლის კოშკი, საიდანაც ყველა მხრიდან შესანიშნავი ხედია მოლდაუზე, ქალაქზე და ქალაქის საზღვრებზე. კოშკს სახელი დაერქვა იმ მთის მიხედვით, სადაც ის აიგო. მსგავსება ეიფელის კოშკთან არც ისე თვალშისაცემია. პეტრინის კოშკი 1891 წელს აიგო, ეიფელის აგებიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ.

კოშკზე ასასვლელად ჯერ მთაზე ასვლაა საჭირო. ფეხით ასასვლელად 299 საფეხურის ავლა მოგიწევთ. მაგრამ აქვეა საბაგირო გზა, რომელიც ასევე 1891 წელს გაკეთდა.
1950-იან წლებში კოშკზე სატელევიზიო ანტენა დამონტაჟდა. აქედან მოყოლებული ის პრაღის სატელევიზიო ანძის როლსაც ასრულებს. 1991 წელს კოშკი საზოგადოებისთვის გაიხსნა ხანგრძლივი რეკონსტრუქციის შემდეგ.